მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გურიაშიც იმყოფებოდა. დაკავებამდე კი ხინკალი გამოიძახა და მხოლოდ 1 ცალის ჭამა მოასწრო.
„ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე, რიკოთზე გეახელით ლობიანს, დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ, მხოლოდ 1 ცალის შეჭმა მოვასწარი“,_ ამბობს სააკაშვილი.