,,მე აქციაზე არასდროს ვყოფილვარ და არც არავის მოვუწოდებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენ, ქართველებმა ვიფიქროთ საერთო საყოველთაო შერიგებაზე“, _ ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სვეტიცხოვლის ტაძარში ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყოველთვის ყველას შერიგებისკენ და დღეს არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის, რომ ყველამ ერთმანეთს ვთხოვოთ შენდობა. ჩვენ ეკლესიაში გვაქვს საყოველთაო შენდობის დღე დიდი მარხვის დაწყების წინ, ჩვენ ქრისტიანები მივდივართ და ყველანი, მიუხედავად ყველაფრისა, ერთმანეთს ვთხოვთ შენდობას. თუ ამას გააკეთებს ჩვენი ხალხი დღეს, ჩვენი ქვეყანა ძალიან ძლიერი სწრაფი განვითარების გზას დაადგება. მე აქციაზე არასდროს ვყოფილვარ და არც არავის მოვუწოდებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენ, ქართველებმა ვიფიქროთ საერთო საყოველთაო შერიგებაზე. ეს შესაძლებელია და ეს არის ერთადერთი გამოსავალი“, _ განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
[sexy_author_bio]