თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან. როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, ერთ-ერთი აქტივისტი შუშანიკ ბერიძე ღამეც აქ იმყოფებოდა და ყოფილი პრეზიდენტის გამო შიმშილობს. რატომ გადაწყვიტა შიმშილობა, ამ კითხვაზე ბერიძე გვპასუხობს:
“გუშინ დავიწყე შიმშილობა. ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, საქართველოსთვის მოღვაწეობდა წლების განმავლობაში, პატრიოტია და ენატრებოდა თავისი ქვეყანა. შეეძლო მოევლო მთელი მსოფლიო, ფულიც ჰქონოდა, კარიერაც, მაგრამ არ ჩამოსულიყო საქართველოში და არავის დაეჭირა. თუმცა, ჩამოვიდა და თქვა, რომ საქართველოში, თავის ქვეყანაში, თავისი ხალხისთვის უნდა ყოფნა.
ზუსტად ამიტომ ვთვლი, რომ ის თავისუფლება იმსახურებს”, _ გვითხრა ბერიძემ.
[sexy_author_bio]