“გურულები დღევანდელ აქციაზე სოლიდურად არიან წარმოდგენილები“ – ამის შესახებ “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ირაკლი ღლონტმა თქვა.
“ამ აქციის მიზანია სრულად სახელმწიფოს ინტერესების დაცვა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ასე ძალიან მნიშვნელოვანია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვა და აქედან გამომდინარე, ეს შეკრება მეტად მნიშვნელოვანია. ის არის ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის პატიმარი – ამით მგონი ყველაფერი ნათქვამია. ზუსტად ამ სისტემის პატიმარია მიხეილ სააკაშვილი და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება”, _ გვითხრა ირაკლი ღლონტმა.
[sexy_author_bio]