საფრანგეთის სენატმა კორონავირუსის საწინააღმდეგო საყოველთაო სავალდებულო ვაქცინაციას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმციას france24 ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ინიციატივით საფრანგეთის სენატში სოციალისტების ჯგუფი გამოვიდა. სოციალისტი პარლამენტარები საყოველთაო ვაქცინაციის იდეას მხარს ზაფხულიდან უჭერენ.
როგორც france24 წერს, სოციალისტი სენატორების ლიდერმა, პატრიკ კანერმა განაცხადა, რომ სანიტარული საშვების შემოღებით საფრანგეთის მთავრობამ ფრანგებს ვაქცინაციის ვალდებულება ირიბად დაუწესა.
“ჩვენ გვაკლია დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის იმუნიზაცია, კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად და ეს არ არის ჯანმრთელობის საშვი, რომლის ეფექტებიც ამოიწურება, რაც მოგვცემს ამის საშუალებას”, – განაცხადა მინისტრმა.
სენატორმა სილვიანე ნოელმა განაცხადა, რომ გენეტიკური ვაქცინების ადმინისტრირების სავალდებულო მიღება, რომლის ექსპერიმენტული ეტაპი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, არის პოლიტიკურად უგუნური და მორალურად დასაგმობი
5 აგვისტოს საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ მხარი დაუჭირა პარლამენტის მიერ მიღებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალ ზომებს. აღნიშნული ზომები მათ შორის ექიმების, მასწავლებლებისა და მეხანძრეების სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, რესტორნებში, კინოთეატრებში, თეატრებსა და მუზეუმებში შესვლისათვის ვაქცინაციის დამადასტურებელი ე.წ. „სანიტარული საშვის“ ან ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა იქნება საჭირო.
ე.წ. „სანიტარული საშვები“ გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული ან ფლობენ არაუგვიანეს 72 საათის წინ გაკეთებული ტესტის უარყოფით პასუხს.
[sexy_author_bio]