კოალიციურ ერთობას სულ სხვა ნდობა ექნება საზოგადოებაში და შედეგიც აბსოლუტურად სხვა დაიდება არჩევნებზე! ამაში დარწმუნებული ვარ, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, „პირველი სწორედ მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოვიდეს დიდი ოპოზიციური ერთობის მხარდამჭერად, რომლის შემქმნელადაც ყალიბდება ნიკა მელია და მხარი დაუჭიროს მას და არა პარტიულ, ან პარტიების ბრძოლებს გავლენებისთვის. მითუმეტეს, რომ დღეს მთავარი გამოწვევა ქვეყანაში, მეორე ტურში გამარჯვებაა.
„ქართული ოცნება“ რაც ეხება, ისეთ დღეშია, რომ არც მიშელის დოკუმენტს და აღარც 43%- ს აქვს არანაირი მნიშვნელობა. „ოცნებამ“ დიდი ქალაქები წააგო, მისი ნდობა ადამიანებს უბრალოდ აღარ აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დგება, რომლის განმუხტვის ერთ-ერთი საშუალება ვადამდელი არჩევნებია.
თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის მებრძოლ ადამიანს კი, იდეისთვის ციხეში ჯდომა მხოლოდ აძლიერებს“.