დღეს, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ის ადამიანები და მათი ოჯახების წევრები არიან, ვისაც, სააკაშვილის რეჟიმის დროს, პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ, ასევე – მსხვერპლთა ოჯახების წევრები.
ისინი აქციას 14:00 საათზე აანონსებენ და მოსახლეობას მოუწოდებენ, მათ შეუერთდნენ.
მათივე თქმით, უნდათ, მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც სურს, თავი პოლიტპატიმრად წარმოაჩინოს, აჩვენონ, თუ ვინ იყვნენ ნამდვილი პოლიტპატიმრები და რეჟიმის მსხვერპლები.