ჩოხატაურში, კოვიდინფიცირების დაფიქსირების გამო ონლაინსწავლებაზე კიდევ ერთი საჯარო სკოლა გადადის. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ განუცხადა.
სიხარულიძის ინფორმაციით, ონლაინსწავლებაზე ორშაბათიდან შუა ამაღლების საჯარო სკოლა გადავა.
„კორონავირუსი დაუდასტურდა რამდენიმე მასწავლებელს. ასევე დაინფიცირებულია სამი მოსწავლე. ამიტომ ორი კვირის განმავლობაში ეს სკოლაც გადავა ონლაინსწავლებაზე“,_ ამბობს სიხარულიძე.
ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის ონლაინსწავლებაზე ჩოხატაურში კიდევ ორი სკოლა, სამრევლო და დაბის 1-ლი საჯარო სკოლაა გადაყვანილი.
[sexy_author_bio]