დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ვურისი სწრაფად ვრცელდება.
მისი თქმით, უნდა დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებებს, რა მიზეზითაც ეს არ უნდა იყოს.
„წავიდეთ და ავიცრათ ერთმანეთისთვის, იმიტომ რომ სხვანაირად მძიმე ნოემბერი გვექნება, ვის უნდა ისევ სიკვდილიანობის მაღალი რიცხვი?! 1.8 რეპროდუქციის ინდექსი რომ გაქვს, ეს არის ძალიან საგანგაშო, გავრცელება ძალიან სწრაფია, ამიტომ მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუცია,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.