რუსეთის რიაზანის ოლქში, დენთის მწარმოებელ ქარხანაში ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, კიდევ ცხრა პირს კი ეძებენ.
წინასწარი ცნობით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა გახდა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 170 მეხანძრე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქარხანა დასახლებული პუნქტიდან ორი კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა.