დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა.
ზაზას საფლავზე, სადაც ოჯახის წევრები, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის სკოლის მოსწავლეები მივიდნენ და გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.
შეგახსენებთ, რომ კაპრალი ზაზა დამენია ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში მსახურობდა. იგი 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. ზაზა სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა, რითაც სამი თანამებრძოლის სიცოცხლე გადაარჩინა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
[sexy_author_bio]