ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე, რომელიც საფრანგეთში მუშაობს სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, სადაც კოვიდის კიდევ ერთ მომავალ მსხვერპლ ქართველზე წერს.
მისი ინფორმაციით, თამრიკო ღლონტი ანტივაქსერების მორიგი მსხვერპლია.
დიახ, მკვლელია ყველა, ვინც არ შეისმინა ჩვენი, ექიმების გაფრთხილება, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი “გრიპი” და წინ დიდი განსაცდელი გველოდა! ვინც ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას და მრავალთა შორის ჩემი მამა შეიწირა, მისი სიცოცხლე თქვენი ყველას ერთად აღებულზე ძვირფასი იყო!
მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებდა, მტერი არ ყოლია და ისე წავიდა, ვერც კი დავემშვიდობე! ვერა და ვერ ვეგუები ამას და ჩემს პირად მტრად მიმაჩნიხართ ყველა ის უგულო, ვინც ვირუსს უხანგრძლივებთ არსებობას და ასეთ მზე-ადამიანებს კლავთ ახლაც, როცა გამოსავალი ნაპოვნია მეცნიერების წყალობით! პროგრესის ეპოქაში წყვდიადში რჩებით და სინათლეს არ უშვებთ თავებში! ბევრი ვწერეთ თქვენი ეჭვების გასაფანტად, მაგრამ არაა საშვლი იძულების გარდა! არც ღმერთის გწამთ და არც ადამიანები გებრალებათ!” _ წერს ქართველი ექიმი სოციალურ ქსელში.
როგორც შემდეგი კომენტარებიდან ირკვევა, თამრიკო ღლონტი, ქალბატონი, ვის შესახებაც ექიმი ქეთი ლობჟანიძე წერდა, გარდაიცვალა.