დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილთა 99 პროცენტი აცრილი არ იყო.
“ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა უხილავ მტერთან. ვაქცინაცია ჩვენი მთავარი იარაღია, რომელიც გამარჯვებას მოგვიტანს. კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის 99 პროცენტი აუცრელი იყო. ვაქცინებზე წვდომის გასაზრდელად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის მარათონი დავიწყეთ, რომელიც მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს მისწვდება”, _ თქვა გამყრელიძემ.