პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე რეგიონეში სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზებას უარყოფს და მედიას “დეზინფორმაციის გავრცელებაში” ადანაშაულებს.
“გუშინ ღამე თუ მიაქციეთ ყურადღება, სრული ისტერია, პანიკა დათესეს ერთ-ერთმა ყველაზე ბინძურმა პროვოკატორმა გვარამიამ, მელიამ და ყველა ამ მართლაც ქაოსის შემომტანმა ადამიანებმა. არარასებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებდით ჩემი დავალებით სპეცრამის გაგზავნას სამერერლოში და სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას. ასეთი ტყუილებით მართავდნენ თქვენი ხელმძღვანელები ქვეყანას. ძალადობის დრო ქვეყანაში დამთავრებულია. არეულობას ვერავინ მოაწყობს”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მთავარი არხის ინფორმაციით კი, შიდა ქართლის გდდ-ის ბაზაზე სამართალდამცველების მობილიზება ამ დრომდე გრძელდება.
“სპეცდანიშნულების რაზმის ნაწილი ამ დრომდე გდდ-ის ბაზაზე რჩება, ნაწილი კი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ისინი დასავლეთის მიმართულებით მინი ავტობუსებით გაემართნენ. გდდ-ის შიდა ქართლის სამმართველო ყაზარმულზე გუშინ, დაახლოებით, საღამოს 8 საათზე გადავიდა და ბაზაზე 300-მდე პოლიციელი შევიდა“, _ წერს საკუთარ ვებგვერდზე მთავარი არხი და ვიდეოსიუჟეტს და ფოტომასალას აქვეყნებს.