https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„იზვესტიას” დაუბეჭდავს ცნობა სათაურით „დავით ყიფიანი ეჭვმიტანილია რეკეტში”

15:49; 23.10.2021
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი მოგონების მთავარი გმირი გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი იქნება. ამ მოთამაშეს მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. დავით ყიფიანი ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ. მასზე ბევრი დაიწერა და მომავალშიც არაერთხელ გაიხსენებენ. ის იმ დროის მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავი გახლდათ. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის ნაკრებში ნაკლებად წყალობდნენ, რადგან იმ გუნდში გამოკვეთილი ინდივიდუალისტების ადგილი ძნელად მოიძებნებოდა. არადა ქვემოთ მოყვანილი ვიტატებიდანაც კარგად ჩანს, რომ ყიფიანი იმ თაობის ერთ-ერთი გამორჩეული, მსოფლიო დონის მოთამაშე გახლდათ.

„დინამომ” მაყურებელს ვირტუოზული ნომრები უჩვენა. ყიფიანი შეუდარებელია”. „ქართული გვარები ძნელი წარმოსათქმელია, მაგრამ ყიფიანი ყველას დაგვამახსოვრდა – ასეთი მოთამაშის დავიწყება შეუძლებელია”. „თბილისელთა დიდი რეჟისორი მოედნის ბატონ-პატრონად მოგვევლინა. დღეს ევროპაში ასეთი მასშტაბის ოთხი-ხუთი ფეხბურთელი თუ მოიძებნება”.

დღევანდელ წერილ-მოგონებაში ტრადიციულად დავით ყიფიანის ადრინდელი ინტერვიუებიდან საინტერესო ფაქტები ამოვკრიბე.

„დინამოს” დუბლშემადგენლობამდე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ვთამაშობდი. 1968 წელს ჩვენმა გუნდმა სოჭში „იმედის” თასი მოიგო, ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა… ფინალის შემდეგ საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებს ვეთამაშეთ და 2:1 გავიმარჯვეთ. იმ მატჩის მერე საკავშირო იუნიორთა ნაკრებშიც მიმიწვიეს, პარალელურად კი „დინამოს” დუბლებშიც დავიმკვიდრე ადგილი.

ჩემი დებიუტი ტაშკენტის „ფახთაქორთან” შედგა. იმ დროს ჩვენი მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი იყო. შეცვლაზე შევედი. მაინცდამაინც კარგად არ მითამაშია. 0:1 წავაგეთ.

ნოდარ ახალკაცი პირველად თბილისის „ლოკომოტივში” გავიცანი – „დინამოდან” წამოსულმა იქ დავიწყე თამაში და სწორედ მაშინ შევხვდი მას.

როცა ვალერი ლობანოვსკიმ მონრეალის ოლიმპიადისთვის ნაკრებში შემიყვანა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ არ ველოდი თუ მწვრთნელი სათადარიგოთა შორის დამტოვებდა – კანადაში წუთიც არ მითამაშია. ცხადია მაინტერესებდა მიზეზი, მაგრამ მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ ფეხბურთელმა ასეთი კითხვა არ უნდა დასვას. თუმცა, ვთვლი, რომ მონრეალში კარგ ფორმაში ვიყავი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ  1976 წელს ქვეყნის მეორე ფეხბურთელად დამასახელეს. მე კი მონრეალში თავის გამოჩენის შანსი არ მომეცა.

ის ამბავი, რის შესახებაც ევგენი ევტუშენკომ მოგვიანებით ლექსი დაწერა, მართლა მოხდა. კარდიფში ვითამაშეთ თასების თასზე – „კარდიფ სიტისთან” 0:1 წავაგეთ. მატჩის შემდეგ უელსური კლუბის პრეზიდენტი მოვიდა და თუ არ ვცდები, ოცფუნტიანი კუპიურა გამომიწოდა, ვითომდა, ამაზე ღირებულად არ გითამაშიაო. მას ფული გამოვართვი, ხელი მოვუწერე და დავუბრუნე. იმ წუთებში ევტუშენკო გვერდით მედგა და მერე მითხრა, ფული უკან რომ დაუბრუნე, შენით ძალიან ამაყი ვიყავიო.

მსაჯებმა მხოლოდ ორჯერ მიჩვენეს წითელი ბარათი. პირველად თბილისში, ლენინგრადის „ზენიტთან” გამაძევეს – ეს ვალერი ბასკაკოვმა გააკეთა და არ დავმალავ, მართალი იყო. ერთმა ლენინგრადელმა დინამოელს დაარტყა და არც დავფიქრებულვარ, ხურდა დავუბრუნე! მეორედ ლაიპციგში გამაგდეს, გდრ-ის ნაკრებს ვეთამაშებოდით და ჩემი მეურვე 85 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ მჩეხავდა და ფეხებში მირტყავდა. ბოლოს ვერ მოვითმინე და სილა გავარტყი. იქაც გასაძევებელი ვიყავი.

ფეხბურთიდან 1982 წელს, 31 წლისა წავედი. ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე არ წამიყვანეს, ეს კი ჩემთვის იმდენად მძიმე დარტყმა იყო, რომ კარიერის გაგრძელება საჭიროდ აღარ ჩავთვალე. 1981 წლის სექტემბერში მძიმე ტრავმა მივიღე, მაგრამ გამოვჯანმრთელდი და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ისე ვემზადებოდი, როგორც არასდროს. მერე ნაკრები სამხრეთ ამერიკაში წავიდა ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად, მეც გუნდში ვიყავი, მაგრამ ხეირიანად არ მითამაშია. გაზაფხულზე უკეთ ავთამაშდი, მინსკის „დინამოსთან” და კრასნოდარის „ყუბანთან” საუკეთესოდ დამასახელეს, მაგრამ როცა გუნდის გაფართოებული, 40-კაციანი შემადგენლობა გამოქვეყნდა და იქ ჩემი გვარი ვერ ვნახე, მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, თუ არ ვცდები სექტემბერში, ნიკიტა სიმონიანმა მითხრა: „დათო, მგონი იჩქარე, ფეხბურთი იქამდე უნდა ითამაშო, სანამ მუხლი გიჭრისო”. გუნებაში კი ვეთანხმებოდი, მაგრამ მაშინ ამის აღიარება არ მინდოდა. ეგებ მართლა ადრე იყო წასვლა, მაგრამ გულახდილად ვამბობ, მაშინ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვოცნებობდი.

ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, „დინამოდან” რატომ წახვედითო. მაშინაც ვუპასუხე და ამას ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი: „დინამოდან” არასდროს წავსულვარ და არც არასდროს წავალ. ეს კლუბი ჩემს გულშია!

ვიტალის დაღუპვის ამბავი რომ გავიგე, ბორჯომში ოჯახთან ერთად ვისვენებდი. იქიდან პირდაპირ რიკოთის უღელტეხილზე გავვარდი, იმ სოფლისკენ, სადაც ავარია მოხდა. ვიტალის დაღუპვამ ყველას გული დაგვწყვიტა, ყველა საშინელ ხასიათზე ვიყავით, გულში რაღაც ჩაგვწყდა. საერთოდ, რიცხვი 13 ვიტალისთვის საბედისწერო იყო: 13 დეკემბერს დაიღუპა, 13 მაისს გაიტანა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი, მე-13 ნომრით ითამაშა ესპანეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე… და რამდენადაც რთული სათქმელი არ უნდა იყოს, მის ცხედარს 13 დღე ვეძებდით.

ვთვლი, რომ ფეხბურთელობისას შესაძლებლობების დაახლოებით 75% გამოვიყენე. შეიძლება ოდნავ მეტი, ან ნაკლები. ნიჭის სრულად რეალიზებაში ყველაზე ძალიან ტრავმებმა შემიშალა ხელი, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გულზე არ ვეხატებოდი და ყველანაირად ხელს მიშლიდნენ. თუმცა, გულახდილად რომ ვთქვა, არ მიყვარს პრობლემების სხვებისთვის გადაბრალება.

1976-1981 წლებში თბილისის „დინამომ” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო, ორჯერ აღმართა თასი, იყო ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი, ყველაფერი კი თასების მფლობელთა თასის მოგებით დააგვირგვინა. ხუთი წლის განმავლობაში ამდენი ტიტული, დამეთანხმებით, ცოტა არაა. რის ხარჯზე მივაღწიეთ წარმატებას? შრომა და დისციპლინა იყო ამ წარმატებების წინაპირობა.

უცხოეთის რამდენიმე კლუბი მთავაზობდა გადასვლას, კონტრაქტიც გამზადებული ჰქონდათ, მაგრამ ამაზე არც ვფიქრობდი. სხვა დრო იყო მაშინ, ჩვენს უკან ოჯახი, ნათესავები, მეგობრები იდგნენ. გაპარვის შანსი როგორ არ იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ ან ნაბიჯს ჩვენი ახლობლებისთვის ძალიან მძიმე ნაბიჯები მოჰყვებოდა. საბჭოთა კავშირის დროს ერთადერთი, ვინც უცხოეთში გადავიდა, მგონი ზინჩენკო იყო, თუმცა როგორ მოახერხა ავსტრიაში გადასვლა, დღემდე ვერ ვხვდები.

ჩვენ მუდმივად სავსე სტადიონზე ვთამაშობდით, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, „დინამოს” ფინანსური პრობლემა არ შეექმნებოდა. ჩვენ დროს გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და როცა წლის დასაწყისში სამინისტროს ბიუჯეტი მტკიცდებოდა, იქ ჩვენი დაფინანსებაც გათვალისწინებული იყო. თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 700-750 ათასი მანეთი იყო გამოყოფილი კლუბისთვის. ეს თანხა მგზავრობას, ხელფასებს, პრემიებს და სხვა ყოველდღიურ ხარჯს ფარავდა.

საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგა ერთ-ერთი უძლიერესი იყო ევროპაში. ჩემი აზრით, საკავშირო პირველობა არაფრით ჩამოუვარდებოდა ბუნდესლიგას, სერია ა-ს და ინგლისის ჩემპიონატს.

გუნდს, რომლისკენაც გული მიმიწევდა და სადაც დიდხანს გავჩერდებოდი მადრიდის „რეალი” ჰქვია.

საბჭოთა კავშირის ნაკრებში საკმაოდ ადრე, 1974 წელს მოვხვდი, მაგრამ მაინც ძალიან ცოტა მატჩი ჩავატარე. სხვადასხვა მწვრთნელებთან ვთანამშრომლობდი: ნიკიტა სიმონიანი, კონსტანტინ ბესკოვი, ვალერი ლობანოვსკი, ნიკოლაევი… ცხადია, მაინტერესებდა, რატომ არ მათამაშებდნენ, მაგრამ ამ კითხვით მათთვის არასდროს მიმიმართავს.

როცა თბილისის „დინამოში” საუკეთესო ფორმაში ვიყავი, ნაკრებს არცთუ კარგი პერიოდი ედგა. ევროპის 1976 და 1980 წლების ჩემპიონატზე ვერ მოვხვდით, ვერც მსოფლიოს 1978 წლის პირველობაზე გავედით.

მიუხედავად იმისა, რომ თავს ყოველთვის პროფესიონალად ვთვლიდი, მუდამ ყურს ვუგდებდი სხვის რჩევას და კრიტიკას. მომწონს თუ არა, რჩევებიდან და კრიტიკიდან ყოველთვის კარგი დასკვნები გამომაქვს.

ბევრი მწვრთნელი შემხვედრია, მაგრამ ყველაზე მეტად ნოდარ ახალკაცს ვემადლიერები. შეიძლება იდეალი არ იყო, მაგრამ… ნუ დაივიწყებს ქართველი გულშემატკივარი მის სახელს. იგი დიდი ადამიანი იყო თავისი მინუსებით და პლუსებით. გული მტკივა, რომ დღეები და წლები გადის და თითქოს თანდათან ივიწყებენ მის ამაგს. ხშირად უნდა გავიხსენოთ ნოდარ ახალკაცის და ანდრო ჟორდანიას სახელები. ისინი უდიდესი პიროვნებები იყვნენ!

აფხაზეთში ყოველთვის საუკეთესო მოსამზადებელი პირობები იყო: ქართულ კლუბებზე არაფერს ვამბობ, რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის უძლიერესი გუნდები ჩადიოდნენ სოხუმში, გაგრაში, ლესელიძეში და ძალიან კარგად ემზადებოდნენ. ის, რომ ახლა ეს კუთხე მიტოვებულია, ყველასთვის დიდი დანაკლისია. აფხაზეთში ისეთი საწვრთნელი პირობები იყო, ესპანეთს, თურქეთს, კვიპროსს და ისრაელს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

კვიპროსში ჩემი დაკავების ამბავი მალე გავრცელდა მოსკოვსა და თბილისში. ისიც ითქვა, თითქოს რუსულ მაფიასთან ვთანამშრომლობდი. გეტყვით რა მოხდა: რესტორანში, რომლის თანამფლობელიც ვიყავი, ორმა რუსმა ერთს სცემა. ისიც ადგა და იჩივლა, ფულს მძალავდნენო. საქმეში პოლიცია ჩაერია და რადგან რესტორნის თანამფლობელი ვიყავი, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, რომ „საქმეში” მეც ვმონაწილეობდი. სახლში მომადგნენ, გამჩხრიკეს, ბორკილები დამადეს და დამაკავეს. შაბათ-კვირა დაემთხვა, ამიტომ, ორი დღე საპყრობილეში გავატარე. როცა გაიგეს ვინ ვიყავი, თვალები შუბლზე აუვიდათ, სულ ბოდიშის მოხდით გამათავისუფლეს. ნიქოზიის პოლიციის უფროსი მთხოვდა, საჩივარს ნუ შეიტანთო, კვიპროსის გენერალურმა პროკურორმა კი ოფიციალური წერილით მომიბოდიშა. მერე მითხრეს, „იზვესტიას” დაუბეჭდავს ცნობა სათაურით „დავით ყიფიანი ეჭვმიტანილია რეკეტში”. ავის მსურველებს მეტი რა უნდოდათ? ათასი ჭორი მომაწერეს.

მე დავით ყიფიანი ვარ! ვამაყობ იმით, რომ რაღაც გამიკეთებია ქართული ფეხბურთისთვის და რაკიღა ფეხბურთელის კარიერის შემდეგ კვლავაც ფეხბურთში დარჩენა გადავწყვიტე, ესე იგი, მაინტერესებს ქართული ფეხბურთის ბედ-იღბალი. კვიპროსზე ჩინებულად ვიყავი მოწყობილი, არაფერი მაკლდა, მაგრამ მაინც დავბრუნდი, რადგან, სწორად გამიგეთ – მინდოდა რაღაცაში გამოვდგომოდი ჩვენ ფეხბურთს. როცა ქართულ ფეხბურთში საქმე ცუდადაა, განა აქვს დავით ყიფიანს უფლება, ამ ყოველივეს შორიდან უცქიროს და ჩუმად იყოს?

არ ვიცი, ზუსტად რამდენ გუნდიანი ჩემპიონატი უნდა იყოს საქართველოში. ალბათ 8, 10 ან 12. ამ შემთხვევაში მოხდება საუკეთესო ფეხბურთელების და მწვრთნელების კონცენტრაცია, უფრო უკეთ მიეხედება თავად ჩემპიონატსაც, პირველ ჯგუფში თამაშიც პრესტიჟული გახდება.

თუ გვინდა, რომ ძლიერი ჩემპიონატი გვქონდეს, უპირველეს ყოვლისა, 5-6 ძლიერი გუნდი უნდა შევქმნათ. 3-4 თუ იქნება, არც ესაა ურიგო. ათგუნდიანი ოთხწრიანი ჩემპიონატის შემთხვევაში გაცილებით გაიზრდება დაძაბულ შეხვედრათა რაოდენობა, რაც ძალიან წაადგება საქმეს, პირველ რიგში კი „დინამოს”.

ძლიერი გუნდების შექმნის წინაპირობა, რა თქმა უნდა, ნიჭიერი ფეხბურთელების მოძებნა და მათი ხელშეწყობაა. განა ახლა გვყავს იმდენი ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელი, მით უმეტეს, ესოდენ მომძლავრებული მიგრაციის პირობებში, რომ 16 კლუბი დავაკომპლექტოთ? აღარ არიან ამდენნი, მით უმეტეს ნიჭიერნი.

1996 წელს, როცა საქართველოს ნაკრები პერუჯაში იტალიასთან 0:1 დამარცხდა, ბევრს გაუხარდა ის წაგება. როგორ შეიძლება ეს გაგიხარდეს? იტალიასთან „მხოლოდ” 0:1 წაგების მოტრფიალენი უცუდეს სამსახურს გაუწევენ ქართულ ფეხბურთს. ობიექტურად, შეიძლება მართლა არ ვიყოთ მზად იტალიასთან მოსაგებად. ეს საკამათო თემაა, მაგრამ წაგება, ვისთანაც უნდა იყოს, არ უნდა აქციო კვეხნის საბაბად. „რა მაგრები ვართ, იტალიასთან 0:1 წავაგეთ”! წაგება „მაგარი” ვერ იქნება, კარგი წაგება არ არსებობს! წაგება მუდამ ცუდია!

„ბოავიშტასთან” რომ წავაგეთ, მივხვდი, რომ ჩვენი გუნდის ხუთი-ექვსი ფეხბურთელი ეროვნული ჩემპიონატისთვის „გადამწიფებული” იყო. ვინ დარჩება და ვინ წავა, ამას „დინამოს” დირექტორატი გადაწყვეტს, მაგრამ ვიცი, რომ როცა ბიჭებს გაესაუბრნენ, მათ შეთავაზებული პირობები არც განუხილავთ. რა პირობები უნდა შესთავაზო მოთამაშეს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატისთვის „გადაზრდილია” და უცხოეთისკენ უჭირავს თვალი? ასეთი მოთამაშის ძალით შენარჩუნება დანაშაულია და მეტი არაფერი. 24-25 წლის ასაკში კაცს შეუძლია ცხოვრება მოიწყოს და მოდი და წინ გადაუდექი. არაკაცური საქციელია, მეც ხომ ფეხბურთელი ვიყავი.

საქართველოში პატიოსანი მსაჯებიც არიან და გამყიდველებიც, მაგრამ მე მათ ვერ განვსჯი, რადგან საკუთარი თვალით მინახავს, რა პირობებში მსაჯობენ ქართველი არბიტრები. აფერუმ მათ ვაჟკაცობას! ასეთი დაუცველები არიან და მაინც ასე მსაჯობენ. ვის რა უფლება აქვს მსაჯს სცემოს? არასოდეს ვიკადრებ ხელების შლას და ფეხბურთელების შეცდომის მსაჯისთვის გადაბრალებას.

როცა „დინამოში” ვთქვათ, „გურიის” ან „კახეთის” ლიდერი მოდის, ეს არ ნიშნავს, რომ მას ძირითადში თამაში გარანტირებული ექნება. შესაძლოა ბიჭებს სხვა კლუბებში თამაშის გაძღოლის უნარი აქვთ, მაგრამ ყველასთან დიდი ბოდიში – „გურია” და „კახეთი” ერთია, „დინამო” – სხვა. „დინამოში” ლიდერად ყოფნა კი, ხომ იცით, არაა იოლი. აქ ცოტა სხვა მოთხოვნებია.

მე ანდრო ჟორდანია არ ვარ, ოთხჯერ მაინც უნდა ვნახო ფეხბურთელი, რომ მის ავ-კარგზე ვიმსჯელო. ბატონი ანდრო კი ერთხელ შეხედავდა და რასაც იტყოდა, წყალი არ გაუვიდოდა.

უცხოურ კლუბში გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელი წარმატებული იქნება. მაგალითად, საქართველო-ბულგარეთის მატჩს გავიხსენებ: ჩვენ 2:1 გავიმარჯვეთ და იმ 11 ფეხბურთელიდან, რომელმაც ძირითადში ითამაშა, მხოლოდ სამი იყო თბილისის დინამოელი: ირაკლი ზოიძე, გოჩა ჯამარაული და კახი გოგიჩაიშვილი. და მინდა გითხრათ, რომ სამივე საუკეთესო იყო იმ თამაშში.

მგონია, რომ ქართველი გულშემატკივარი ზედმეტ ეიფორიაშია: მას სულ ჰგონია, თითქოს მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს, მწვრთნელები კი არ გვივარგა. მე კი პირიქით ვფიქრობ: საკმაოდ კარგი მწვრთნელები გვყავს და მაღალი კლასის მოთამაშეების ნაკლებობას განვიცდით.

როდესაც რუსეთში, „შინიკში” წავედი სამუშაოდ, გაოცებული ვიყავი – ნახევარ საუკუნეს მიღწეული კაცი ვარ და ისეთი პატივისცემა და სიყვარული, რაც იქ, იაროსლავლში ვნახე, კარგა ხანია არსად მიგრძვნია. მაშინ კლუბი რუსეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადავარჩინე. მერეც მთხოვდნენ „შინიკიდან” დახმარებას, მაგრამ სუბიექტური მიზეზების გამო, უარი შევუთვალე.

იცით, პროფესიონალი მწვრთნელის პოზიცია ასეთია – უნდა ჰქონდეს ძალიან პატარა ჩანთა, მივიდეს, საქმე გააკეთოს, თუ ვერ შეძლებს ამას, აიღოს ის ჩანთა და წავიდეს შინ. ჩვენს მოღვაწეობას ყველა ერთი კუთხით აფასებს – შედეგით. რა კაციც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა უყვარდე ყველას, შედეგი მაინც ყველაფერს გადაწონის. ვისაც სურს ამ სფეროში მუშაობა და სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება, ამას შეჩვეული უნდა იყოს. ეს უმადურობისთვის განწირული პროფესიაა – მოიგებ, კარგი ხარ, წააგებ და ვერავინ გიშველის.

ქუთაისის „ტორპედო” რომ ჩავიბარე, ბევრმა თქვა, ყიფიანს ძალიან ბევრი გადაუხადეს, ყველაფერზე უარი თქვა და ქუთაისში წავიდაო. ეს არ არის სიმართლე. ადამიანი მარტო მატერიალური კეთილდღეობისთვის არ უნდა ცხოვრობდეს. არ დავმალავ: „ტორპედოსთან” დაკავშირებით ძალიან დიდი გავლენა იქონია ბატონი მიშას ავტორიტეტმა. მიხეილ ქორქია ისეთი პიროვნებაა ქართულ სპორტში, რომლის დავიწყებაც დაუშვებელია. ითქვა ისიც, ყიფიანი ამბიციური კაცია და თავისი რენომეს დამტკიცება უნდაო. არც უამისობა იყო.

თბილისი ურთიერთობის ქალაქია. დილით, სანამ სადარბაზოდან გავალ, ხუთი-ექვსი ნაცნობი მხვდება, ვესალმები, მოვიკითხავ… ქუჩაში მეგობრებს ვნახულობ – მათთან გასაუბრება ერთი სიამოვნებაა! როცა უცხოეთში ვმუშაობდი, ყველაზე ძალიან სწორედ ეს ურთიერთობები, ეს სალამი და მოკითხვები მაკლდა და ამას ძალიან განვიცდიდი… არაერთხელ ვიყავი პარიზში და როცა ქართველ ემიგრანტებს ვხვდებოდი, მათ სახეზე უდიდეს ნაღველს და მონატრებას ვხედავდი. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი რა იყო იმ სევდის მიზეზი.

ჩემთვის თბილისელია ის, ვისაც ეს ქალაქი უყვარს და მისით ცხოვრობს და არა ის, ვინც მესამე, მეოთხე თაობის თბილისელია და დაბადების მოწმობით ამაყობს. თუ ოდესმე მეტყვიან, გვითხარით საუკეთესო თბილისელიო, გალაკტიონ ტაბიძეს დავასახელებ, მიუხედავად იმისა, ეს უდიდესი პოეტი თბილისში არ დაბადებულა. და მიუხედავად ამისა, თბილისის სიყვარული მასზე ძლიერად და ლამაზად არავის გამოუხატავს”.

[sexy_author_bio]

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17 სექტემბერი, 2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნიკოლოზ გოგია

22:09; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026

დრონი მეფობენ და არა მეფენი

ამერიკელმა  სამხედროებმა სირიაში „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ყველა სიახლე

ზაფრანი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0:06; 20.09.2026
საზოგადოება

“ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე”- “საქართველოს რკინიგზა”

22:54; 19.09.2026
საზოგადოება

მეწყერი ციხისძირში- ბათუმი-ქუთაისი მატარებელი ჩაქვში დაბრუნდა

21:55; 19.09.2026
საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები სამინისტროში დაიბარეს

18:19; 19.09.2026
პოლიტიკა

ვინ ლიდერობს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში

17:21; 19.09.2026
საზოგადოება

დატბორილი ტროტუარები და საავტომობილო გზები- წვიმის შედეგები ქუთაისში

16:01; 19.09.2026
საზოგადოება

კახეთიდან თბილისში შემომავალ გზაზე საცობია

15:57; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს

15:23; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით

14:45; 19.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი: ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

14:07; 19.09.2026
პოლიტიკა

კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს

13:01; 19.09.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე ბაღებში მომხდარ ფაქტზე: დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე

12:21; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

11:26; 19.09.2026
სამართალი

12 კგ „მარიხუანა“ სატვირთოს სამალავში – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

10:55; 19.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:35; 19.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო