მამაკაცი, რომელიც , დაახლოებით, ორ საათზე მეტი, შენობის სახურავიდან გადმოტომით იმუქრებოდა, რამდენიმე წუთის წინ, მშვიდობიანად ჩამოიყვანეს.
“ალბათ, მოინანია და ჩამოვიდა, ასეთი ცოდვა რა ჰქონდა, სახურავზე რომ ავიდა და გადმოხტომას აპირებდა. ძალიან იყოჩაღეს მაშველებმა. მღვდლებიც იყვნენ, დედა ემუდარებოდა შვილს, ჩამოდიო”, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” თვითმხილველები.
ინფორმაცია, სამაშველო ოპერაციის დასრულების შესახებ “გურია ნიუსს” მერის წარმოამდგენელმა, ავთანდილ სვანიძემაც დაუდასტურა.
შეგახსნებებთ, 26 წლის მამაკაცი მეთორმეტე სართულის სახურავზე იყო ასული და თვითმკვლელობით იმუქრებოდა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო, პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასულიერო პირები და ადგილობრივები.