ოზურგეთში კოვიდინფიცირების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 8213 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7418 პაციენტი, გარდაცვლილია 78.
ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 717 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 138 სტაციონარში, საკარანტინე სივრცეში 201, ბინაზე კი 378 მკურნალობს.