ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
რაც შეეხება ლანჩხუთში არსებულ ეპიდვითარებას, მენაღარიშვილი ამბობს, რომ ინფიცირების შემთხვევების მცირედი კლება შეინიშნება.
“თანაბრად არის თითქმის ყველა სოფელსა და ქალაქის ტერიტორიაზე ვირუსის დაფიქსირების შემთხვევები. შეინიშნება ინფიცირების შემთხვევების მცირედი კლება”,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 4317 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3742 პაციენტი. აქტიურია ინფიცირების 518 შემთხვევა.
[sexy_author_bio]