ჩოხატაურში კოვიდინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ნატო ჯიბუტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირებული პაციენტებით ჩოხატაურის კლინიკა სრულად შევსებულია, პაციენტები გადაყვანილები არიან მუნიციპალიტეტის გარეთ, სხვადასხვა საავადმყოფოებშიც.
სულ ჩოხატაურში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 3253 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2915 პაციენტი, გარდაცვლილია 28. აქტიურია 310 შემთხვევა.