ამერიკაში მყოფი სპორტსმენი გოჩა ფასიეშვილი სოციალურ ქსელში მაიკლ ტაისონთან გადაღებულ ფოტოს და სტატუსს აქვეყნებს.
“მაიკლ ტაისონი ჩემს დაბადების დღეზე, ატლანტიკ სიტი, 2010 წელი. ვეხუმრებოდი _ მაიკლ ხომ ეიხდინე ოცნება, ხომ მოხდი ჩემთან სუფრაზე , ,ვინ იცის რამდენი ხნის ოცნება აგიხდინე მეთქი, არა და მახსოვს 1990 წელს მოსკოვში ვიყავი შეჯიბრზე იქ ვიყიდეთ წიგნი ტაისონის სურათი იყო ყდაზე კაროლ რინგა ეწერა მახსოვს მთელი საბჭოთა მოკრივეები ვოცნებობდით შორიდან მაინც დაგვანახა ტაისონიო”, _ წერს გოჩა ფასიეშვილი.