“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე დილიდანვე დაბა ლაითურსა და დაბა ნარუჯაში იმყოფება.
მისი თქმით, “ქართული ოცნება“ ყველაფერის აკეთებს, რომ გამარჯვებას მიაღწიოს.
დაბა ლაითურში და დაბა ნარუჯაში ამ წუთებისთვის სიწყნარეა და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესები. რეალობაში ეს არ არის არჩევნები. ადამიანები თავისუფალ ნებას ვერ გამოხატავენ. ყველაფერს კადრულობენ, მაგრამ მე, პირადად, ხალხის იმედი მაქვს და ისინი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ისეთი საარჩევნო გარემოა, რომ ადამიანებმა სახე დაკარგეს. ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე მძიმე არჩევნები, რომელსაცც “ქართული ოცნება“ ატარებს.
მიდის აქტიური კონტროლი ადამიანების _ ვინ მოვიდა არჩევნებზე და ასევე, როგორც ყოველთვის აქტიურად არიან “ქართული ოცნების“ კოორდინატორები საარჩევნო უბნებზე.“ _ გვითხრა ბესო ქათამაძემ.
ინფორმაციისთვის დღეს დაბა ლაითურსა და დაბა ნარუჯაში 60/06 მაჟორიტარულ უბანზე _ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს რაინდი დუმბაძეს და “ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ჩაგანავას შორის უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა არჩევანი.
[sexy_author_bio]