თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების ნაწილი კვლავ მოუწესრიგებელია. ამ პრობლემის შესახებ საუბრობენ მოქალაქეები. ამჟამად საუბარი ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელს ეხება.
„ვის უნდა მივმართოთ, აი, მართლა არ ვიცი. ამ მიწისქვეშა გადასასვლელით ბავშვებიც სარგებლობენ და მე პირადად დღეში რამოდენიმეჯერ. ძალიან დიდი შიში მაქვს, ასე მგონია, თავზე დამემხობა ორ ბავშვთან ერთად. იქნებ ვინმე გამოჩნდეს მსგავს საკითხებში უფრო კომპეტენტური და ეს საკითხი მოგვარდეს,“– წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე ქ.ნ.
“გურია ნიუსი” გთავაზობთ ფოტო მასალას.