“იმის იმედად ყოფნა, რომ დასავლელი პარტნიორები ოდესმე დაწერენ ისეთ დასკვნას, რომ ვიღაცას გული გაუსკდება და გაიქცევა, ეს არასოდეს მოხდება. ამიტომაა დღე ჩვენი ერთობა მნიშვნელოვანი, ხალხის ნებამ და ძალამ უნდა შეაშინოს და დაამარცხოს “ქართული ოცნება”.
ხალხი უნდა იყოს მთავარი აქტორი და ზუსტად უნდა იცოდნენ, კონკრეტულად რას სთავაზობენ, მათთვის რა შეიცვლება, რადგან მარტო სკამების, სახელების და გვარების შეეცვლით ქვეყანას არაფერი ეშველება, სიდუხჭირე არსად წავა;
ეკონომიკის ახალი მოდელია საჭირო, რაც მე არსად და არვისგან მომისმენია, სადაც ადამიანები ზუსტად დაინახავენ თავისი გამდიდრების, ცხოვრების გაუმჯობესების მექანიზმს და აი მერე გამოვლენ და იბრძოლებენ ბოლომდე. თორემ ის რაც ადრე მოხდა, კრედიტებითთ რომ „აყვავდა“ ეს ქვეყანა და ვალებით გადაივსო, ამ შედეგებს დღეს უკვე ვიმკით”,_ აღნიშნული განცხადება “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved