ოზურგეთში ინფიცირების შემთხვევები ისევ მატულობს. გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 90 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 8704 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7773 პაციენტი, გარდაცვლილია 80.