ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის თქმით, კლინიკა ამ ეტაპზე სრულად არის დატვირთული. როგორც დავით გადელიამ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა, არცერთი აცრილი რეანიმაციაში არ მოხვედრილა.
„ადრე ვამბობდი, ძალიან მძიმე შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით-მეთქი – დღეს უკვე ეს შედეგი დადგა. მოსალოდნელია კიდევ უფრო მძიმე შედეგები. ყველა პანდემია ადრე თუ გვიან დამთავრდება, მაგრამ საქმე იმაშია, რამდენ ჩვენს საყვარელ ადამიანს წაიყვანს. აცრის ყველაზე დიდი სიკეთე არის იმაში, რომ შეიძლება 100 პროცენტით ვირუსისგან ვერ დაგვიცვას, მაგრამ სიმძიმისაგან 90-95 პროცენტით გვიცავს“, – განაცხადა დავით გადელიამ.