საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ელენე ხოშტარიას შეხვდა. კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ აინტერესებდა როგორი იყო ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მე-3 დღეა შიმშილობს.
„მოვინახულე, მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში იმყოფება ექიმი და თუ საჭირო იქნება, მის მომსახურებას გამოვიყენებთ.
ელენეს ჯანმრთელობის გარდა არაფერზე გვისაუბრია. ყველა ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება, ჩემთვის მთავარია გავიგო, როგორ არის“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.