პური და სანახაობა – აი ეს არის ჩვენი საზოგადოების მთავარი დევიზი და მოთხოვნა, მარა პური ძვირდება, სანახაობა ,,მატულობს”, ანუ სპექტაკლი მაინც გარანტირებულია. ვის ადანაშაულებთ ამაში, მხოლოდ მთავრობას, ჩემი მტერი არაა, რაც მშობლები ისეთი შვილია, დეგენერატი და იდიოტი, ანუ ეს თქვენ ხართ? ჩვენ ვართ? _ ამის შესახებ ისტორიკოსი და დოკუმენტალისტი ირაკლი მახარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მახარაძე მთავრობის წარმომადგენლებს წიგნის წაკითხვისკენ მოუწოდებს და იმ დროს ახსენებს, როცა გურიის რესპუბლიკას განადგურების საფრთხე დაემუქრა.
“გადახედეთ სოციალურ ქსელებს, რაზე ქიქრქილებთ და ღადაობთ, თქვენი დედა და მამაც! ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეზე?! თქვენ ხართ დავითის და თამარის შთამომავალნი, ასე რომ გულზე ბრაგუნით რომ ახსენებთ საკუთარ თავს და უცხოელებს? ჩემი ფეხები! თქვენ ხართ გადაგვარებული, ვითომ მართმადიდებელი, გაუნათლებელი, სისხლის მოყვარული ვამპირები! ადამიანი, რა დანაშაული არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მას ეკუთვნის სამართლიანი სასამართლო. გერმანელ ფაშისტებსაც კი ჰქონდათ შანსი ასეთი, ეს რეგევენები, ეს უწიგნურები კი, ჩვენ მთავრობას ვგულისხმობ, ერთ კაცს ებრძვიან, და ფაშისტებს ათანაბრებენ.
ცოტა აზრზე მოდით, წიგნი წაიკითხეთ, თუ იცით ასეთი, მარა ღარიბაშვილი-კობახიძე-მდინარაძე- ვოლსკის შემხედვარე ნამეტანი მეეჭვება. თქვენ გინდათ ერის ასეთი გახლეჩით რაიმეს მიაღწიოთ? მხოლოდ სისხლისღვრას მიაღწევთ. როცა გურიის რესპუბლიკას განადგურების საფრთხე დაემუქრა, მთელი ინეტელიგენცია აუმხედრდა იმდროინდელ მთავრობას და ექვთიმე თაყაიშვილმა მეფისნცვალ ვორონცოვ-დაშკოვს განუცხადა: ბრძენი მმართველის მოვალეობაა მშვიდობიანი გზით გადაჭრას – ყველა მნიშვნელოვანი საკითხი – სამხედრო რეპრესიების დაუხმარებლად… მასინ გურია გადარჩა. ეს დეგენერატები კი (რომელი ერთია ექვთიმე!) ქვეყანას ომისკენ და დაპირისპირებისაკენ ექაჩებიან. გავკარი ნაცებსაც და ქოცებს, ორივეს უამრავი მძღნერი აქვს ნაჭამი, მარა ასეთი დებილი მთავრობა რაც ახლაა, ეს უნდა ჰოლივუდში მოიფიქრო!” _ წერს ირაკლი მახარაძე.