ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, ბექა ბასილაიას მიმართავს და სთხოვს, რომ 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მისი დასწრება მოითხოვონ.
“10 ნოემბერს, რომ მიშას პროცესს ციხეში გადამალულად ატარებენ, მაგ საქმეზე მეც ვარ ბრალდებული. მოითხოვე რომ ვაპირებ დავესწრო მაგ ე.წ. პროცესს. აბა ერთი უარი მითხრან”, _ წერს გიგი უგულავა.
უგულავას FACEBOOK პოსტს ბექა ბასილაიამ უკვე უპასუხა:
,,მაგ მოტივით შეიძლება შენ მიმართ დევნა შეწყვიტონ”,- დაწერა საპასუხოდ ადვოკატმა.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მკაცრ რეკომენდაციას გასცემს, რათა 10 ნოემბერს სასამართლო პროცესი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარდეს.