ჩოხატაურში კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტის თქმით, კვირას შედარებით ნაკლები კოვიდტესტი ტარდება და გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიც ნაკლები რაოდენობით ფიქსირდება.
რაც შეეხება ჩოხატაურში არსებულ ვითარებას,
“ინფიცირების შემთხვევების მატება ფიქსირდება სურების, საჭამიასერის მხარეს”,_ გვითხრა ჯიბუტმა.