ოზურგეთში კოვიდინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 8949 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7995 პაციენტი, გარდაცვლილია 80. ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 874 შემთხვევა.