ე.წ. მწვანე საშვი გაიცემა ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც აკეთებს ტესტირებას და აცრას, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საშვი გაიცემა ასევე იუსტიციის სახლში და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც უახლოეს მომავალში ჩაეშვება.
„იქ ამობეჭდილი ცნობები, რომელზეც დატანილია Qღ კოდი, ვალიდურია. ასევე ეს არის იუსტიციის სახლი. ასევე სპეციალური აპლიკაცია იქნება, რომელიც უახლოეს მომავალში ჩაეშვება, ის ტესტირების რეჟიმშია და რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი. ასევე უკვე გაცხადებული ვებგვერდი – covidpass.moh.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს თავისი სტატუსი და ისარგებლოს იმ შეღავათებით, რომელიც არის განსაზღვრული მწვანე პასპორტის მფლობელებისთვის”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.