უწყებათშორისი საკოორიდნაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ხელფასი 1-ელი იანვრიდან გაეზრდება სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებს, მანდატურებს, პოლიციელებს…
“2022 წლის ბიუჯეტის პროექტში საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა გათვალისწინებულია ყველა მიმართულებით. 10 პროცენტის ოდენობით მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება ჯარს, მანდატურს, პოლიციას, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციის პერსონალს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარებით თანამშრომლებს,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.