გაერთიანებული სამეფო ჩინურ ვაქცინებს, “სინოვაკსა“ და “სინოფარმს“, ასევე ინდურ “კოვაქსინს“, იმ ვაქცინების ჩამონათვალში შეიტანს, რომელი ვაქცინებით აცრილ მგზავრებსაც გაერთიანებული სამეფოში შესვლა შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით , აღნიშნული ცვლილება ძალაში 22 ნოემბრიდან შევა.
ცვლილების თანახმად, “სინოვაკით“, “სინოფარმითა“ და “კოვაქსინით“ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს აღარ მოუწევთ კოვიდ ტესტის ჩატარება და კარანტინის გავლა.
ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში აღნიშნული წესები ამჟამად “ფაიზერის“, “ასტრაზენეკას“, “მოდერნასა“ და “ჯენსენის“ ვაქცინებით ვაქცინირებულ მგზავრებზე მოქმედებს.