ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პოლიციამ მოქალაქეები უმიზეზოდ დააკავა.
პარალელურად აქცია იმართება სუს-თანაც, სადაც 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის პოლიტიკოსებიც. პოლიციელები აქციის მონაწილეებს დაკავების მიზეზებს არც აქ არ უხსნიან. მათ ხელს კიდებენ და პოლიციის მანქანებში ძალის გამოყენებით სვამენ.
ერთ-ერთმა პოლიციელმა ფორმულას უთხრა, რომ შეკრებილები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, ვინაიდან იკრძალება სახელმწიფო შენობების პიკეტირება. თუმცა, აქციის მონაწილეებს პიკეტირება არ უცდიათ.
წყარო: ფორმულანიუსი