დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმეს მოსამართლე ნინო ელეიშვილი განიხილავს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული
სააკაშვილის ადვოკატები ითხოვენ, რომ პროცესი სასამართლოში ჩატარდეს და არა – დისტანციურად.
როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელმა დაურეკა და შეატყობინა, რომ გაკეთდება მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანის შესახებ.