მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს- საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამეს დღეს, 10 ნოემბერს, 15 საათზე 54- ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
კომისიის სხდომას 10 წევრი დაესწრო, ხოლო 5 წევრი ზუმ პლატფორმის მეშვეობით დისტანციურად ჩაერთო. შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრებმა ხელი მოაწერს, მანამდე კი სხდომაზე არჩევნების მეორე ტურის შედეგები გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც 54. 08 ბაში- იანეთის საარჩევნო უბანზე ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალექსანდრე კოხრეიძემ მოსული ამომრჩევლის 566 ხმა მიიღო, ხოლო ,, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა, პაატა კოხრეიძემ-747 ხმა.
გამარჯვებულადაც სწორედ პაატა კოხრეიძე გამოცხადდა.
[sexy_author_bio]