ოპოზიციური პარტიების ნაწილის პროტესტს „ქართულ ოცნებაში“ ეხმაურებიან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების რეალური მოთხოვნა დესტრუქციაა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს დესტრუქციას. ეს დესტრუქცია, რა თქმა უნდა, წარუმატებელი არის და მომავალშიც ასე იქნება. აღარ დავმალავ და ვიტყვი, რომ ეს უკვე მომაბეზრებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად იმისა რომ სასოწარკვეთილია, მალე მოეგება გონს და მისცემს ამ ქვეყანას მშვიდად ცხოვრების საშუალებას“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი.
გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან და სუს-ის შენობასთან აქციებს მართავდნენ. პოლიციამ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირების გამო ადმინისტრაციული წესით 46 პირი დააკავა.