საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამეციდინო განყოფილებაში იმყოფება, მოსანახულებლად დღეს მხოლოდ მისი პირადი ექიმი შევა.
როგორც ადვოკატი შოთა თუთბერიძე განმარტავს, სააკაშვილის უფლებადამცველებს დღეს გლდანის ციხეში შესვლის შესაძლებლობა არ ექნებათ.
ამასთან, როგორც თუთბერიძემ განმარტა, სააკაშვილი მოთავსებულია სართულზე, სადაც სხვა პატიმრები არ იმყოფებიან.
„განცალკევებულ სართულზეა. ეს არის საკანი და არა სამედიცინო დანიშნულების პალატა“, – განაცხადა თუთბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამეციდინო განყოფილებაშია მოთავსებული, 44-ე დღეა შიმშილობს.
წყარო: ინტერპრესნიუსი