გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთში, განსაკუთრებით, ზოგიერთ სკოლაში საკმაოდ მძიმე კოვიდვითარებაა და მალავენ.
„გურია ნიუსთან “ საუბრისას, რამდენიმე მშობელი ამბობს, რომ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში საკმაოდ რთული კოვიდვითარებაა. ზოგიერთი კლასი გადაყვანილია ონლაინრეჟიმზე.
_რთული მდგომარეობაა. გული გვისკდება. ბავშვები კი მიგვყავს სკოლაში, მაგრამ შიშით. ზოგი კლასი კი გადაიყვანეს ონლაინრეჟიმზე, მაგრან ეს არის საკმარისი? _ გვითხრეს მათ.
ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მერე საჯარო სკოლის დირექტორს, ფატი სიორიძეს.
_ეს ინფორმაცია არ შეეფერება სინამდვილეს. არანაირი რთული ვითარება არ არის. პირიქით, სამი კლასი, სადაც იყო შემთხვევები, ეს არის ორი – „ა“ და „ბ“ კლასები და მეოთხე კლასი, გადაყვანილია ონლაინ რეჟიმზე. ის ბავშვებიც კი, ვის ბებიას, ბაბუას ან ვინმეს აღმოაჩნდა კოვიდი, იმყოფებიან სახლში. სკოლაში ნორმალური ვითარებაა. კოვიდსიტუაცია კონტროლდება, – გვითხრა ქალბატონმა ფატიმ.
[sexy_author_bio]