https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სადაზღვევო პროგრამაში საგაზაფხულო წაყინვებზეც უნდა მიუთითონ”

17:09; 16.11.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ციტრუსოვანთა კრეფის სეზონს, როგორც სხვადასხვა სოფლებში გვითხრეს, აქტიურად 10 ნოემბრის შემდეგ იწყებენ.

ისევე, როგორც გასულ წელს, ახლაც კრეფის სეზონის შესაფერისი ამინდებია, თუმცა, მოსავალი, მეტ-ნაკლებად სხვადასხვანაირია სხვადასხვა სოფლებში.

სოფელ ნატანებში ძირითადად კარგი მოსავალია. როგორც ადგილობრივი მალვინა ნაკაიძე გვეუბნება, გასულ წელს უკეთესი მოსავალი იყო, თუმცა, წელსაც არ არიან უკმაყოფილოები და ცდილობენ, მოასწრონ მოკრეფა და რეალიზაციაც.

_ ცოტა იაფადაც რომ გავყიდოთ, გვირჩევნია, ოღონდ არც ხეზე დაგვრჩეს მოსაკრეფი და არც ოთახში _ მოკრეფილი და გაუყიდავი. ჩვენს ფართობში გასულ წელს უფრო კარგი მოსავალი იყო. ადრე მოვკრიფეთ და მოვასწარით კიდეც რეალიზაცია. წელს ჯერ მოკრეფა არ დაგვიწყია _ კლიენტებს ველოდებით. შარშან ვინც იყო, ისევ ისინი მოვიდნენ. ასე ვახერხებთ რეალიზებას. პირადად ჩვენ არ გვიზარალია შარშან, მეზობლებს ბევრს გაუფუჭდა. სიმართლე გითხრათ, არანაირად არ მომწონს არსებული სადაზღვევო პროგრამა და ამიტომაც არ ვერთვები. უფრო უკეთესი უნდა იყოს ფერმერისთვის და არავის არ დასჭირდება ხვეწნა, გაწევრიანდეს. ალბათ, აგიტაციაც ამიტომ არ ხდება _ არაა მიმზიდველი, _ გვითხრა მან.

_ სადაზღვევო პირობების მომხიბვლელობა რომ არსებობდეს, ხალხი უფრო იფიქრებდა მასში ჩართულობაზე. ყოველდღე მატულობს ფასები, თორემ თვეში ერთხელ მომატებას რომ გვაკმარებდნენ, ესეც პატივია… ზეთი, შაქარი, პურის ფქვილი, საწვავი… მიფრინავს ფასები. მანდარინი კი რა ღირს? როგორც შარშან იბარებდნენ ერთ კილოგრამს 70-80 თეთრად, ისეა წელსაც. ვიღაც რომ გადარჩეულ მანდარინს სადღაც მაღაზიაში დადებს და ერთ კილოგრამს  2,50 ლარს დააწერს, ის არ არის ნამდვილი სარეალიზაციო ფასი. ძირითადად, საკუთარი თავის იმედად ვართ. მთავარია, ახლა, კრეფა დავიწყოთ და დავასრულოთ დროულად. ჯერჯერობით, ამინდი კარგია. სოფლებში ყველა ინტერნეტს არის მიჩერებული, ეშინიათ, არ გაავდრდეს, _ გვეუბნებიან კონჭკათში მცხოვრებლები _ მარიამ ღლონტი და ნინო კოსტავა.

მათი მეზობლები კი ამბობენ, რომ ციტრუსოვანთა ფასი უფრო დაბალია.

_ ერთ კილოგრამს, საშუალო ზომის და უფრო მოზრდილს 50 თეთრად იბარებენ. საგანგებოს არჩევენ, რომ ერთ კილოგრამში 80 თეთრი გადაგვიხადონ. მარნეულიდან ჩამოდიან ჩვენთან. თუ ჩაბარებით აძლევ, ასეა და ჩვენც თანახმანი ვართ. რომ წავიღოთ და ბაზარზე გავყიდოთ, ამის საშუალება აქ თითქმის არავის აქვს, _ გვითხრა ქაქუთის მკვიდრმა, პენსიონერმა ცუცა ზოიძემ და გაიხსენა, თუ როგორ მიდიოდნენ 7-8 წლის წინ რუსთავში, თბილისში, რჩებოდნენ ორი კვირითაც კი და ჰყიდდნენ ციტრუსოვნებს.

_ უფრო და უფრო გართულდა ყველაფერი. ათი წლის წინ თუ ვახერხებდით ჩვენი მოსავალი თავადვე წაგვეღო დიდ ქალაქებში, მაგალითად, თბილისში, რუსთავში და გაგვეყიდა, ახლა ამის წარმოდგენაც არ შეიძლება. მიჩერებული ვართ, როდის მოვა კლიენტი. ბენზინის ფასს ვერ წაეკარები, ტრანსპორტი საკუთარიც რომ გყავდეს, მაინც არ ღირს წასვლა. ადრე კი მივდიოდით ერთი კვირით, ათი დღით, ვვაჭრობდით და საახალწლოდ ყველაფერი ჩამოგვქონდა ოჯახში _ შვილიშვილები სიხარულით ხტოდნენ. ახლა კი ყოველდღე უფრო და უფრო გაჭირდა ცხოვრება და სანამ გაგრძელდება ასე, არ ვიცით, _ გვითხრეს ჩიტო და მაია ზოიძეებმა.

ჩვენი მეციტრუსეების უმეტესობა გულგრილად უყურებს აგროდაზღვევის პროგრამას და ამბობენ, რომ ის არ უწყობს ხელს, მოსავალი დაიცვან სხვადასხვა კლიმატური რისკებისგან, რაც არც ისე იშვიათია. ამის მაგალითი იყო შარშანდელი სეზონი, როცა მოუკრეფავ მანდარინის ბაღებს დაათოვა.

_ თუ 30 ნოემბრამდე ვერ მოასწარი მოკრეფა, 1 დეკემბერს არავინ არაფერს აგინაზღაურებს, სულ რომ ქვესკნელში ჩაიტანოს შენი მოსავალი სტიქიამ. კომუნისტების დროს ასე არ იყო _  ხალხს ბევრად უფრო ეხმარებოდნენ და ყველანაირად ორგანიზებული იყო ციტრუსოვანთა კრეფის სეზონი. დაუჩემებიათ, კომუნისტების დრო არ არისო. ვისიც გინდა, იმის დრო იყოს, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში თუ ხერხდება უკეთ ორგანიზება რთველზე, ხეხილოვნების კრეფისას, ჩვენთან რატომ არ უნდა იყოს ასე? ჩვენი უპირველესი საზრუნავია მოკრეფა, ტრანსპორტირება და მალევე რეალიზება. თუ გაგიფუჭდა, ვინ მოგცემს დაზღვევას. სადაზღვევო პირობები უნდა მიხაროდეს, თორემ ქაღალდზე დაწერილი მარტო რად გვინდა, _ გვითხრეს სოფელ მერიის მცხოვრებლებმა _ მაყვალა ღლონტმა და მაკა ბაქანიძემ.

“გურია ნიუსი” ესაუბრა სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს _ მათ მეციტრუსეთათვის საინტერესო კითხვებზე პასუხები გაგვცეს.

_ აგროდაზღვევის პროგრამა რა შესაძლებლობას აძლევს ფერმერს, რომ საკუთარი მოსავალი დაიცვას კლიმატური რისკისგან და კონკრეტულად, როგორ სადაზღვევო რისკებს ფარავს სადაზღვევო პოლისი?

_ აგროდაზღვევა თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ფერმერისა და აგრობიზნესით დაინტერესებულთათვის. ის შემდეგ რისკებს ფარავს: წყალდიდობა, სეტყვა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა, რაც მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის არის განსაზღვრული.

_ ფერმერთა უმეტესობას, მეციტრუსეებს არ მოსწონთ ვადები, კერძოდ, ის, რომ მხოლოდ 30 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება. შესაძლებელია თუ არა ვადების გაგრძელება?

_ სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა, 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, პერიოდში, ყველა კულტურაზე 70% ფარგლებშია გათვალისწინებული. ვაზზე კი 50%-ია. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია, ვისაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არა უმეტეს 5 ჰა ფართობის ჩათვლით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

_ რამდენ სადაზღვევო კომპანიას შეიძლება მიმართოს მეციტრუსემ, ფერმერმა და როგორია პირობები, კერძოდ, პოლისის ღირებულება?

_ დასაზღვევად მიიღება მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნაკვეთები. ხოლო სადაზღვევო პოლისის შეძენა რვა სადაზღვევო კომპანიაშია შესაძლებელი. კონკრეტულად, ციტრუსის დაზღვევის შემთხვევაში დაიშვება ისეთი სადაზღვევო პოლისის გაცემა, რომლის ფარგლებში დაზღვეულია არა უმეტეს სამი კალენდარული წლის მოსავალი. პოლისის მოქმედების ვადა კი ერთი თვითაა განსაზღვრული.

_ როგორია, კონკრეტულად, მანდარინის ერთი ჰექტარი პლანტაციის დაზღვევის შემთხვევაში პოლისის ღირებულება?

_ ასეთი სახის პოლისის ღირებულება 1 500 ლარია, თუმცა, ბენეფიციარი იხდის მხოლოდ 450 ლარს. სახელმწიფოს თანადაფინანსების თანხა 1 050 ლარია. ლიმონის ერთი ჰექტრის დაზღვევის შემთხვევაში კი პოლისის ღირებულება 2 040 ლარია და ბენეფიციარი იხდის 612 ლარს, სახელმწიფოს თანადაფინანსების თანხა კი 1 428 ლარია.

რატომ არიან ფერმერები, კონკრეტულად კი, მეციტრუსეები განწყობილი ინდიფერენტულად სადაზღვევო პროგრამის მიმართ, საკუთარ თვალსაზრისს გვთავაზობს აგრონომი და ფერმერი, აკაკი ღლონტი:

_ მე ყველაფერში ვერც ფერმერს დავეთანხმები, რადგან 1 დეკემბრისთვის მოსავალი უნდა იყოს მოკრეფილი და დაბინავებული. ვიცი, მეც ხშირად მსმენია, რომ ძირითადად ჩვენი მეურნეები, სოფლის ხალხი უკმაყოფილებას ვადების გამო გამოთქვამს. ყოველთვის ხომ არ უნდა ვიძახოთ, რომ კომუნისტების დროს დეკემბერშიც კრეფდნენ ციტრუსოვნებსო?! ასევე, არ მოსწონთ თანადაფინანსების რაოდენობაც, რაც სახარბიელო ნამდვილად არ არის. მე განსაკუთრებით აღვნიშნავ და სადაზღვევო პროგრამის ნაკლად მიმაჩნია ის, რომ მასში მხოლოდ საშემოდგომო წაყინვების ზარალის ანაზღაურებაზეა ჩადებული პუნქტები და არაა მითითებული საგაზაფხულო წაყინვების თაობაზე.

ჩვენთან, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საგაზაფხულო წაყინვებმა გაცილებით მეტი და აუნაზღაურებელი ზარალი გვაჩვენა, ვიდრე საშემოდგომომ. უფრო სწორად, შემოდგომაზე უფრო ნაკლებად ხდება ნაადრევი წაყინვა, ვიდრე გაზაფხულზე. ამიტომ ეს საკითხი განსაკუთრებით მოსაგვარებელია, სადაზღვევო პროგრამაში საგაზაფხულო წაყინვებზეც უნდა მიუთითონ, _ გვითხრა აკაკი ღლონტმა და გამოთქვა სავარაუდო მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნება, ფერმერთა ასოციაციებმა თუ კონკრეტულმა მეურნეთა ფართო ჯგუფებმა მიმართონ სამინისტროს, ხელისუფალთ _ “ასეთ შემთხვევაში კოლექტიური განაცხადი უმჯობესი იქნება”, _ გვითხრა აკაკი ღლონტმა.

[sexy_author_bio]

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

11:27; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

11:07; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

09:48; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16 სექტემბერი, 2026

საფრანგეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს: ჩვენი მზადყოფნაა დავიცვათ უკრაინის სუვერენიტეტი

სააკაშვილის მიმართვა ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოში მოშიმშილეებს, პაატა ბურჭულაძესა და მეუფე იოსებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

11:27; 17.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

11:07; 17.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

11:01; 17.09.2026
სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:13; 17.09.2026
პოლიტიკა

,,თუ ,,პატრიოტთა ალიანსისა” და ღარიბაშვილის ერთობა შედგება, ეს დიდ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე” – ირმა ინაშვილი

9:58; 17.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

9:48; 17.09.2026
საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო