ავღანეთში, თალიბანის მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების მიხედვით, ქალებს სატელევიზიო დრამებში მონაწილეობა აეკრძალათ.
ქალ ჟურნალისტებსა და წამყვანებს ასევე უბრძანეს ეკრანზე თავსაბურავის ტარება, თუმცა გაიდლაინებში არ არის ნათქვამი, თუ რომელი ტიპის საფარი უნდა გამოიყენონ მათ. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ზოგიერთი წესი ბუნდოვანია და ბევრგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
თალიბებმა ავღანეთში ძალაუფლება აგვისტოს შუა რიცხვებში აიღეს და ბევრი შიშობს, რომ ისინი თანდათან შეზღუდვებს ამკაცრებენ.
მებრძოლმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ, რომელმაც კონტროლი აშშ-სა და მოკავშირე ძალების წასვლის შემდეგ აიღო, მაშინვე აუკრძალა გოგონებს სკოლაში სიარული. ამის შედეგად კი ავღანეთი ერთადერთი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც მოსახლეობის ნახევარს განათლების მიღება აუკრძალა. თალიბანი ამტკიცებს, რომ მათი შეზღუდვები სწავლის უფლებაზე არის „დროებითი“ და მხოლოდ იმისთვის, სასწავლო გარემო ქალებისთვის უფრო „უსაფრთხო“ გახდეს.
[sexy_author_bio]