კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მწვანე სტატუსი ენიჭება ასევე პირს, თუ მას აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი, ასევე, თუ ადამიანს აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.
„კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის ორი დოზა. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი, ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად. ასევე, თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი, ასევე, თუ ადამიანს აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.