კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, სლოვაკეთში ორკვირიანი ლოკდაუნი და 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას politico ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, სლოვაკეთის მთავრობამ, ასევე, დააწესა 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა, რაც მას უფლებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, კომენდანტის საათი აამოქმედოს.
politico ინფორმაციით, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა, რიჩარდ სულიკმა განაცხადა, რომ ყველა რესტორანი და მაღაზია 14 დღით დაიხურება, გარდა სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიებისა, როგორიცაა სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.
„ჩვენ ყველას გვსურს და ვიმედოვნებთ, რომ მანამდე მდგომარეობა გამოსწორდება. სიტუაციას 10 დღეში ისევ შევაფასებთ“, _ განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.
როგორც გამოცემა წერს, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, სლოვაკეთის მცხოვრებლებს სახლიდან გასვლა მხოლოდ პროდუქტების საყიდლად, სამსახურში, სკოლაში ან აცრაზე წასასვლელად შეეძლებათ.
[sexy_author_bio]