რეპერი ჯოშ სტოუნი მომღერალ არიანა გრანდეს პლაგიატში ადანაშაულებს.
რეპერის განცხადებით, არიანა გრანდემ კომპოზიციაში „7 rings“ მისი სიმღერის „You Need It I Got It“ მისამღერი გამოიყენა. მისივე თქმით, ორი მისამღერი ერთმანეთს რიტმითაც ჰგავს და სიტყვებითაც.
ჯოშ სტოუნის სიმღერა 2017 წელს, არიანა გრანდეს ჰიტი კი 2019 წელს გამოვიდა. რეპერმა სასამართლოს მიმართა და არიანა გრანდესგან „7 rings“-ის შესრულებიდან მიღებული შემოსავლის გადახდა და მისთვის სიმღერის შესრულების აკრძალვა მოითხოვა.
[sexy_author_bio]