გურიაში 30 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, 29 ნოემბერს გაძლიერდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28-29 ნოემბერს მიაღწევს +20-22 გრადუსს, მაღალი იქნება ღამის ტემპერატურაც, +10-14 გრადუსი.
30 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, გაწვიმდება. 1-ელ დეკემბერს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. ცოტა სერიოზული თოვლიც შეიძლება მოვიდეს ბახმაროს მიდამოებში. ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდება 10 გრადუსის ფარგლებში, მაღალ მთაში -2 გრადუსი. 2 დეკემბერს უმეტესად გამოიდარებს. უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა 5 გრადუსით მოიმატებს”,_ ამბობს გვაზავა.