ვადაგასული საკრებებულოების მიერ, 2022 ბიუჯეტის დამკტიცებას სერიოზული ხმაური მოყვა გურია-აჭარის საზღვარზე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა “გურია ნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მსგავსი პრეცენდეტი არ ყოფილა და იმედოვნებს, არც არასდროს მოხდება.
“2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარინატი ჩვენ წარვუდგინეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვადების სრული დაცვით. საფინანსო კომისიამ, სხვადასხვა ფრაქციებმა განიხილეს ბიუჯეტის პროექტი. მოგეხსენებათ, რომ პირველადი ვარიანტი არასდროს დაგვიმტკიცებია სერიოზული განხილვის გარეშე. ხდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება სხვადასხვა შენიშვნების, ახალი წინადადებების გათვალისწინება. ასე იყო ამჯერადაც. ჩვენ ახლა 10 დეკემბრისთვის კვლავ წარვადგენთ კორექტირებულ ბიუჯეტის პროექტს და დეკემბერის ბოლო დღეებში ალბათ ვიმედოვნებ დაამტკიცებს ახალი საკრებულო“, – გვითხრა გია მამაკაიშვილმა.
“გურია ნიუსი“ ასევე ესაუბრა ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარეს გია ჩაგანავას.
“ჩვეულებრივ განვიხილეთ 2022 წლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 15 ნოემბერს წარმოადგინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ. კომისიებზე და ფრაქციებზე განხილული იყო შენიშვნები, წინადადებები და დაუბრუნდა უკან მერიას. მათ 10 დეკემბრამდე აქვთ ვადა გაითვალისწინონ ჩვენს მიერ გაგზავნილი შენიშვნები და წინადადებები. 10 დეკემბრის შემდეგ ისევ შემოვა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში და დაიწყება ახალი განხილვები“, – თქვა გია ჩაგანავამ.
[sexy_author_bio]