ბათუმის საკრებულოსთან, სადაც 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ჩავიდა, სადაც ვითარება დილიდან დაძაბულია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სახალმწიფო მიტაცებულია.
“სახელმწიფო მიტაცებულია და ბრძოლა იქნება უწყვეტი, ბრძოლა მოედება მთელს ქვეყანას.” – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თქმით, „გადარჩეული საკრებულოს“ მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს ნამდვილად არ უნახავს.
,,ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებულია ეს ხელისუფლება. მათ მორალური და პოლიტიკური საფუძველი გამოეცალათ, მხოლოდ პოლიციურ ძალებზე დგანან და როდემდე იდგებიან? ჩამოინგრევიან და ამ ყველაფერში დიდ როლს ითამაშებს ქართველი ხალხი. რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ მით უფრო სწრაფად დასრულდებიან. აქ მყოფმა ჩვენმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს ნიღაბი ამ რეჟიმს. გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს ნამდვილად არ უნახავს“ – აღნიშნა ნიკა მელიამ.
[sexy_author_bio]