მოსკოვი, ბაქო და ერევანი აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციისთვის შესაბამისი კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ, მხარეთა მიმართვის შემთხვევაში კი პროცესში რუსეთიც ჩაერთვება.
აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოჭში მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ.
„ჩემგან მარცხნივ თქვენ ხედავთ ჩემი სომეხი და აზერბაიჯანელი მეგობრებისადმი განკუთვნილ ჩემ საჩუქარს: ზეთისხილის ტოტს, რომელიც მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.