თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ვითარება დაიძაბა. ცოტა ხნის წინ, პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ინციდენტის დროს სამართალდამცველი დაშავდა. მას თავის არეში აქვს დაზიანებები. არსებული ინფორმაციით, მას გაურკვეველი ნივთი ესროლეს. ვითარების განსამუხტად, პოლიციამ „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა.
სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება, სიტუაციის განმუხტვას სამართალდამცველები ცდილობდნენ. რამდენიმე მხარდამჭერმა ღობეზე ასვლა სცადა, ერთ-ერთი პირი კი, დაცვის სამსახურის ჯიხურის სახურავზე ავიდა. ის არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოწოდებას, ჩამოსულიყო ჯიხურიდან, რის შემდეგაც, რამდენიმე პოლიციელმა მისი ჩამოყვანა სცადა. მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ დაუპირისპირდა.
წყარო: იმედინიუსი