სოციალური ქსელის Twitter ადმინისტრაცია მომხმარებლების ნებართვის გარეშე მათი გამოსახულებით ფოტო და ვიდეომასალას წაშლის. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ბლოგზე გამოქვეყნდა.
ფოტოს წასაშლელად მომხმარებელს საჩივრის გაგზავნა მოუწევს. ახალი წესები არ გავრცელდება პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეების სურათებზე, ასევე მასობრივი ღონისძიებებიდან რეპორტაჟებზე და საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ ტვიტებზე.
აქამდე Twitter-ი ფოტოსა და ვიდეოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შლიდა, თუ მათი შინაარსი შეურაცხმყოფელი იყო. განცხადება კომპანიის ახალი პოლიტიკის შესახებ Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის მიერ პოსტის დატოვებიდან მეორე დღეს გამოქვეყნდა.